მედია: ფაშინიანმა სიუნიკში თქვა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის არის და სომხები 30 წელია, თავს იტყუებენ

სომხური გაზეთი „ჰრაპარაკი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სიუნიკის თემის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე, თითქოს, თქვა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს ეკუთვნის და ამ აზრს საზოგადოება უნდა შეეჩვიოს.

„ჩვენი წყაროების მიხედვით, მან შეკრებილებს მოუწოდა, შეეჩვიონ იმ აზრს, რომ არწახი აზერბაიჯანულია და რომ ოცდაათი წლის განმავლობაში თავს ვიტყუებდით და ბოლოს ის უნდა მომხდარიყო, რაც მოხდა”, – წერს გაზეთი.

“ჩვენ შევეცადეთ, ამის შესახებ უშუალოდ რამდენიმე თემის ლიდერისგან მოგვესმინა, თუმცა, თემის თავმა, ტატევმა და გორისის ვიცემერმა კითხვა მოისმინეს და პასუხი არ გასცეს. რაც შეეხება შეხვედრას, ფაშინიანმა სიუნიკის ხელმძღვანელებს უთხრა, რომ “ჩვენ არ შეგვიძლია, არ განვბლოკოთ გზები, არ მივცეთ აზერბაიჯანს ნახიჩევანისკენ მიმავალი გზა სიუნიკის გავლით, რადგან ალიევი შეეცდება ამის მიღწევას სამხედრო გზით და ჩვენ არ გვაქვს დაპირისპირების რესურსი”, – წერს გაზეთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები