თამარ გოგელიძე – “ჯი პი აი ჰოლდინგზე”: სამედიცინო ბიზნესიდან დანარჩენებივით, თქვენც მხოლოდ ბიზნესი დაიტოვეთ და მედიცინა დაივიწყეთ
ტელეჟურნალისტი თამარ გოგელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის სადაზღვეო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” შესახებ საუბრობს.
“კვირა” გოგელიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“არ მეგონა ამის დაწერა მაინც თუ მომიწევდა. მთელი ზაფხული ვუთმინე, ველოდე რჩევებიც ვაძლიე…
აგერ უკვე მეხუთე თვე მიილია. ეს განვლილი 150 დღე მათთვის შანსი იყო, რომ რამე გამოესწორებინათ, რამე შეეცვალათ, რამე შემოეთავაზებინათ.
ვერ გამოიყენეს, პირიქით, უტიფრად მომივიდა მესიჯი თქვენი დაზღვევა განახლდა ავტომატურადო, გაუმჯობესებული პირობებითო და თან გაძვირდა 5 ლარითო.
ყოველ წელს, ასე “აუმჯობესებენ” პირობებს და აკვეხებენ ისეთ მომსახურეობებს, რომელიც ადამიანს წელიწადში ერთხელ, ან საერთოდ არ ჭირდება, თან ძვირიც არ ღირს. ნუუ, მე საერთოდ არ მჭირდება.
ჯიპიაი ჰოლდინგო, შე, სადაზღვევო კომპანიების ჩამონაფერფლო!
უმეცრების “ბუკეტო”(თაიგული არ გიხდებათ…) და უპასუხისმგებლობების სათბურო! თქვენ რომ პრობლემებს დაეძებთ, ის პრობლემა თავად ხართ!
და აი, დადგა თქვენი ვენის სადაზღვევო ჯგუფიდან, ორღობის ბოლოსკენ გადამისამართების დრო!
სამედიცინო ბიზნესიდან დანარჩენებივით, თქვენც მხოლოდ ბიზნესი დაიტოვეთ და მედიცინა დაიკიდეთ.
ეგრე არ გამოვა. მით უმეტეს, როცა იქეთ გიხდით ფულს იმაში, რომ თქვენ იარსებოთ და როცა მე იშვიათად დამჭირდება რამე, აქეთ უნდა გიგოროთ? იმდენჯერ გადაგარჩინათ და გადაგეფარათ ჩემსა და თქვენს შორის გაჭედილი თქვენივე აგენტი, რომ ახლა უკვე ეგეც ვეღარ გიშველით.
თავი პირველი
მოკლედ, ათ წელზე მეტია ჯიპიაიში ვარ დაზღვეული. არც ერთი დღე არ მაქვს შეფერხება ან გადაცილება გადახდებში. საერთოდ, ტყუილად არასდროს არ ვაქებ რამეს, ან ვინმეს და არც ვლანძღავ…
რატომღაც ისე ჩამოყალიბდა,რომ სამედიცინო ნაწილში ჩემი ირგვლივმყოფების ნდობით აღჭურვილი პირი მე ვარ. ვისთანაც მე ვურჩევ იქეთ მიდიან.
ხოდა, ასე ჩამომიყალიბდა ჯიპიაიში თამარას “სექტა” , სადაც 700-800 ადამიანი ჩემდამი ნდობით შემომეზღვია( არ გეგონოთ რამე პროცენტს ვიღებ, ან ამაში მადლობას მაინც მიხდიდნენ), მერე იმათ კიდევ უამრავი ადამიანი მოიყოლეს. ჩემდამი ნდობა ერთია, მაგრამ მეც ხომ უნდა ვენდობოდე ვინმეს, ვინც ჩვენს ჯანმრთელობას უმაღლესი ხარისხით მიხედავს?
ხოდა, ასეთი აღმოჩდა ჩემი ბავშვობის მეგობარი, ერთ-ერთი საუკეთესო ინფექციონისტი, თერაპევტი ნათია გიორგაძე. მოკლედ, ამოისუნთქა ჩემს ირგვლივ ყველა დაზღვეულმა. მისი წყალობით გადავეყარე სამაგალითო ექიმებს და ზოგი მათგანი ჩემს საუკეთესო მეგობრადაც იქცა (საკმაოდ კარგად ვიცი ამ უპატრონო დარგის შიდა და გარე ამბები). გვიყვარს ერთმანეთი, გვაქვს უდიდესი პატივისცემა და ისე აეწყო, თითქოს ჩვენ, ყველანი ერთად ვაკეთებდით ჯიპიაის საკეთილდღეო საერთო საქმეს.
ცინცაძის ქუჩიდან ლორთქიფანიძის ქუჩაზე კურაციოს გადასვლის შემდეგ (თქვენით მიიწევთ თანდათან სასაფლაოსკენ), უკან წავიდა იქაურობის მდგომარეობა. სერვისი ფაქტობრივად გაქრა. მერე კოვიდიც წამოეწიათ. დაიკეტნენ. სხვათაშორის, მისი დაკეტვის ხარჯზე წამოყელყელავდა ბევრი “საპარიკმახეროებივით” კლინიკა, მაგრამ ვფიქრობდი,რომ ამით კურაციოს ვინ რას დააკლებდა. ცუდი არც მიფიქრია.
მერე გაიხსნენ კოვიდურ რეჟიმში და მოხდა ისე, რომ რასაც ადრე ვუტარებდი, უკვე ვეღარ გავატარე.
თავი მეორე
აღმოჩდა, რომ მენეჯმენტიდანაც ბევრი თანამშრომელი წასულა სხვაგან, მაგრამ ელემენტარული სერვისი როგორ გაიყოლეს? ამ გაგანია სადისტანციო და სარეგულაციო პერიოდში, ლიფტიდან როგორც კი გამოდიხარ, პირდაპირ ეჯახები სასწაულ რიგს ლაბორატორიაში მომლოდინე პაციენტებისა.
კლინიკას, რომელსაც ცალკე სართულზე აქვს პედიატრია, ამდენ ხანს ვერაფრით ვერ მიხვდა, რომ ერთი ოთახი ცალკე გახსნას პედიატრიაში და ეს ამდენი ატირებული ბავშვი(უმეტესობა ავად), რომელსაც აუცილებლად მოყვება დედა, მამა, ძიძა და ხშირად ბებია, ან ბაბუა, რომლებიც იგივე რაოდენობით შედიან ამ სისხლის ასაღებ კაბინებში ბავშვის გასაკავებლად, გამოაცალკევონ ამ პანდემიის დროს მაინც და ააცილონ ამხელა რიგს.
თვითონ ხომ ვერაფრით მიხვდნენ და როცა მე საგანგებოდ დავუმარცვლე, აი მერე, არრრრაფრით არ მიხვდნენ.
ამ კაბინეტებში გამოკიდებული, ეს გამოგონილ თანამდებობიანი კომპლექსებით დახუნძლული ტიპები, რომლებსაც პირზე მხოლოდ %, %, %, აკერიათ და უსაქმურობისგან ბიუროკრატიის აკვანს არწევენ, ჯიბრზე არ იღებენ რჩევას…
შარშან გაექცათ( დიახ, გაექცათ) ოჯახის ექიმები სხვა კლინიკაში. ასე ერთიანად გადალაგდნენ. წელს უკვე მე თავად შევესწარი, როგორ აიძულებენ ექიმს, 24 საათის ნაცვლად 48 საათის სამუშაოს შესრულებას, პრაქტიკულად არ ძინავთ. ვის ძალადობაზე ვლაპარაკობთ საერთოდ, თქვენ ძალადობა მარტო დედის გინება და ცოლ-ქმრის ჩხუბი გგონიათ?
ჯიპიაის დაქირავებული სამედიცინო პერსონალი, აი ასე დღისით, მზისით გახსნილად არიან ძალადობის მსხვერპლნი.
ქოლ ცენტრში არასდროს არავინ გპასუხობს.
მწვადის შესაკვეთად იქ ხომ არავინ რეკავს? ყველა რეკავს ან წამალზე, ან ექიმზე. არ ყავთ სამყოფი თანამშრომლებიო და როგორ ეყოლებათ, 300-400 ლარად მთელი თვე, ურეჟიმოდ?
სასწაული განუკითხაობა ტრიალებს. პატრონი არ ყავს იქაურობას და მეტიც, მსურველიც კი არაა ვინმე, რომ იქ რამე გამოსწორდეს. ბოლოს ისე მოხდა, რომ ეს ჩემი ბავშვობის მეგობარიც გააქციეს და მანდ დამთავრდა ჩვენთვის წამლის და სხვა მომსახურეობის მიღების დროულად მიღება.
მისი პაციენტების რაოდენობა დარჩენილ 10-11 ექიმზე გადაუნაწილებიათ, რომლებიც ასევე გაქცევაზე არიან. დავრჩით ამდენი ხალხი ასე უპატრონოდ და ეს საერთოდ არ აღელვებთ.
თავი მესამე
მომიგზავნეს ხარისხზე პასუხისმგებელი ვიღაც თინა კუპრაშვილი, რომელიც თავადაც 6 თვის მისული ყოფილა და იქეთ ვასწავლე ჯიპიაის ამბები. ამ თინას შემოათავაზებინეს ვითომ vip მომსახურეობა, ოღონდ გაუარესებული პირობებით, თითქოს სიტყვა vip-ს დავხამდებოდი მათსავით და წამოვეგებოდი ამ სატყუარაზე. გავაფრთხილე, სანამ მაგ ჯოგს შეერევი, გაქვს შანსი მართლა რამე გამოასწორებინო, ხარისხს ვქმნით და გკარნახობთ ჩვენ, პაციენტები, თორემ თქვენი ხარისხი უკვე ვნახე თქო. კიო, შეწუხებული მეთანხმებოდა,მპირდებოდა და მერე აღარც ზარზე მიპასუხა, აღარც მესიჯზე და მივხვდი რომ ესეც იმათ ჯოგს შეერია.
ცალკე უხერხულობაა ჩემსა და მათ აგენტს შორის. კარგი გოგოა ეს მაია გოდერიძე, არ ვერჩი. თავადაც გახარებული იყო ამხელა არმიას რომ ვუგზავნიდი დასაზღვევად, მაგრამ ახლა როცა პრობლემა შეიქმნა ელემენტარული კომუნიკაციის, რა ქნას? აქედან მე არ ვთმობ, იქედან ისინი ავალებენ,რომ როგორმე გამაჩეროს.
რა ქნას, ტყვიას ხომ ვერ მესვრის? მის კომპანიას კოლეგიალურადაც ფეხებზე კიდია, ისევე როგორც სხვა დანარჩენი თანამშრომლები .
ამდენი წელი რითი ვეღარ გაიგეთ, რომ ეს მისამართები და გარემონტებული კედლები გჭირდებათ თქვენ, თქვენნაირ დახამებულ და უგვან კომპანიონებთან სატრაბახოდ, თორემ ჩვენ გვჭირდება კარგი ექიმი და მისი მომსახურეობა, რომელიც ყველგან შეგვიძლია მივიღოთ, მაგრამ თქვენ მოსპეთ ბოლომდე.
შეიგნეთ, ექიმთან მიდის პაციენტი სადაც არ უნდა იყოს და არა თქვენს უგემოვნოდ გარემონტებულ კლინიკაში და საერთოდ, დღეს სისუფთავე და კლინიკის რემონტი რას ამოგვადინეთ ყელში, საერთოდ რა სალაპარაკოა?
სამარცხვინოები ხართ მთელი თქვენი პაკეტებით, მიდგომით და მომსახურეობით. თანამშრომლები აბსოლუტურ ფსკერზე გყავთ. ხან სისტემა გეჭედებათ, ხან ატვირთული წამლები არ ისახება და საათობით დგანან აფთიაქებში პაციენტები.
სამი დღე მეილი რომ გაგზავნილი გონიათ და თურმე “sent”- ზე ავიწყდებათ დაჭერა, ის სამი დღე რომ დადიოდა სამსახურში, ან თუნდაც ონლაინ, რანაირად არ შეამოწმა გადასაგზავნი, ან გადაგზავნილი მეილები ( ამ მეილს ელოდებოდა საოპერაციოდ გამზადებული შვილის, ძალიან ცნობილი მშობლები. აქაც მე გადავარჩინე ჯიპიაი) ? აი, ასეთი ბრიგადა გყავთ მანდ შეყრილი და განვითარების შანსი მაგ შემადგენლობით გაქვთ 0.
თავი მეოთხე
ყველა ჩემი დაზღვეული მე მთხოვს პასუხს, რა გააკეთონ, სად წავიდნენ, რას ვაპირებ მე, რომ მერე ისინიც ჩემსავით მოიქცნენ.
სანამ სხვა სადაზღვევოები საკადრის პირობებს შემომთავაზებენ, მე ვაპირებ, მთელი ჩემი ეს ათწლიანი პიარი, რომელიც ასე ხელგაშლილად მივართვი და ამათაც უთავმოყვარეოდ შეიფერეს, ახლა ამოვადინო და აბსოლუტურად დამსახურებულად ყველგან მოვჭრა თავი (ხო, მართლა, რეგიონებში არ ვარგიხართ საერთოდ, უკვე გაბაზრებულია ეგ ამბავი) …
თქვენ არ გაინტერესებთ მთავარი: ექიმი და პაციენტი. ამ ორის წყალობით შემოგდით ფული და არსებობთ! არცერთის ყოფას თქვენ არ ითვალისწინებთ და მე, აბსოლუტურად ჯანმრთელმა პაციენტმა, რომელიც პრაქტიკულად არაფერში გიყენებთ, რატომ უნდა გიხადოთ ფული?
მხოლოდ ჩემი სიმშვიდისთვის მეგულებოდით და ესეც ისე მომირღვიეთ, რომ მობოდიშებაც არ გიცდიათ, რატომ? ვინ მოგცათ თქვენ ამდენის უფლება, რამდენს ბედავთ საერთოდ?
გაჭირვებულ პაციენტს, რომელსაც გონია, რომ თქვენგან დაწესებული 50,60,70 და ლარიანი კონსულტაციებიდან ყველაფერი ექიმის ჯიბეში მიდის ( სინამდვილეში ამ საწყალ ექიმს მხოლოდ 5, 6 და 7 ლარი რჩება). თითქმის ყველაფერს ანაწილებთ თქვენს არხეინ უსაქმურობაზე და ამაზე გინდათ, რომ არაფერიც აღარ ვთქვა? აღარ გამოვა ეგრე.
თავი მეხუთე
სამარცხვინოდ იტყუებით, თითქოს თქვენგან ვინმე დამელაპარა და “მოგვარდა” ყველაფერი. ყველა ზარი ჩაწერილი მაქვს, როცა მოვინდომებ იმ დროს აგაფარებთ მაგ უტიფარ და უვიც სახეზე. აზრზზე არ ვარ, ვინ არიან ვიღაც, მეი, ვიღაც, თინათინი, ვიღაც ბესო და ასეთი დაუმთავრებელი ვიღაცეები, რომლებიც დაპირების მიუხედავად არასდროს არ გამოჩდნენ. უარესსაც გეტყვით, საკომპენსაციოდ იმ ხარისხის თინას დააბარეს ჩემთვის საჩუქარი- 100 ლარიანი ლუტეციას ან ისი პარის ვაუჩერით გადაწყვიტეს ჩემი მოჩანგვლა (ვულე ვუ რომ გამომიტოვეს, გამიტყდა). იქვე ვუპასუხე, ვითომ არაფერი გითქვამს და არც გამიგია ახლა ეგ ბოდვა მეთქი.
ფუუ, რა გულისამრევები ყოფილხართ.
ალბათ ასე იქცევით სახლშიც, მშობლებთან, და-ძმებთან, ცოლებთან, მეგობრებთან.
აუუ, “ნაშებთანააც”
ეპილოგი
ინდივიდუალურ დაზღვეულს უნდა მოექცეთ ინდივიდუალურად!
აღარ წაგიყრუებთ ამ თქვენს სამედიცინო სოვდაგარობას. მეტიც, ყველას, ვისთანაც გიშველეთ, მთელ სატელევიზიო და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომლებმაც ფეისბუქ პოსტებში გლანძღეს და ჩემი თხოვნით წაშალეს, აწი ხელს შევუწყობ, რომ ყველა თქვენს უგვან ქცევაზე გამოგააშკარაონ და ყველას გააგებინონ.
ერთი მეორეზე უკეთესის ნაცვლად, ერთი მეორეზე უარესი სადაზღვევოები გამოიჩეკეთ ერთმანეთის ჯინაზე და ყველაზე მთავარით ვაჭრობთ. თქვენთვის “ადამიანი”, რომელიც უპირველესი უნდა იყოს, ყველაზე ბოლო ადგილასაა.
რა გგონიათ,ასე გააგრძელებთ? აბა ვნახოთ.
დღეს მადლიერების დღეა. ხოდა, მადლობელი იყავით, რომ მთლად გვარ-სახელებით და კონკრეტული შემთხვევებით არ გამოგჭიმეთ აქ. ეგ ჯერ დავიტოვე, ვნახოთ, ამჯერად რომელ ქაჯს მომიგზავნით მოსალაპარაკებლად და რაზე შევთანხმდებით. იმდენი რამე ვიცი თქვენზე, სად, როგორ, ვისგან და რატომ გჭირთ, თავში ტვინი რომ გქონდეთ, შეგეძლოთ ჩემგან უფრო მეტი სარგებელი გენახათ, ვიდრე მე მაქვს თქვენგან, მაგრამ კომპლექსებიანი ხამები რომ ხართ უკიდეგანო პროვინციალიზმის შლეიფით, სხვანაირი მოქცევა თქვენ არ იცით. ხოდა, ვნახოთ აწი ვისი აჯობებს.
დღეს ჯიპიაი და კლინიკა “კურაციო” არის მიქარვა!!!
P.s. აცრაში მაინც დახმარებოდით ამ გზააბნეულ ადამიანებს. აცრა კი არა, ექიმმა კლდიდან გადახტომა რომ ურჩიოს პაციენტს, ნდობა იმხელაა, რომ უჯერებს და ყველაფერს აკეთებს. არც ამისთვის ვარგიხართ…
ხო,მართლა, ახლა დიდად სხვა სადაზღვევოები ნუ გაიხარებთ, თქვენ საერთოდ ვისთან ხართ?
Ps.p.s. როცა ადამიანი მზადაა სწავლისთვის, მასწავლებელი ყოველთვის გამოჩდება. რა გიყოთ ახლა, ასე უსწავლელად გინდათ ფულის კეთება ექიმების და მათზე მიჯაჭვული პაციენტების ხარჯზე.
ხოდა, აღარ გამოვა ეგრე, ჩემი მოთმენაც დაიწრიტა… ” – წერს თამარა გოგელიძე სოციალურ ქსელში.