ჯანმო: ვაქცინებმა ევროპაში 60 წელს ზემოთ 469 186 ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპის დაავადებათა კონტროლის მონაცემით, ვაქცინებმა რეგიონის 33 ქვეყანაში 60 წელს გადაცილებულ 469 186 ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე.

აღინიშნება, რომ შეფასებაში არ არის გათვალისწინებული ის ადამიანები, რომლებიც ვაქცინაციის არაპირდაპირი ზემოქმედების შედეგად გადარჩნენ, კერძოდ, გადაცემის შემცირების გზით.

კვლევა ჩატარდა ევროკავშირის 23 ქვეყანაში, ასევე, ისლანდიაში, ნორვეგიაში, დიდ ბრიტანეთში (ინგლისი და შოტლანდია), შვეიცარიაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროში, მოლდოვაში, უკრაინასა და ისრაელში.

„COVID-19-მა რეგიონში მაღალი სიკვდილიანობა გამოიწვია, მაგრამ ახლა კატეგორიულად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ვაქცინის გარეშე კიდევ ბევრი ადამიანი დაიღუპებოდა“, – განაცხადა ჯანმო-ს ევროპის ბიუროს დირექტორმა, ჰანს კლუგემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები