ჯანმო სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირებულ, კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით საგანგებოდ შეიკრიბება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები, სამხრეთ აფრიკელ კოლეგებთან, ქვეყანაში აღმოჩენილ, კორონავირუსის ახალ შტამთან – B.1.1.529-თან დაკავშირებით მჭიდროდ თანამშრომლობენ და საკითხზე დღეს შეხვედრას გამართავენ, – განაცხადა ჯანმო-ს ექსპერტმა, მარია ვან კერხოვემ.

მისი თქმით, ​ ​რამდენიმე კვირა დასჭირდება იმის დადგენას, ექვემდებარება თუ არა ახალი შტამი ვაქცინების მოქმედებას.

“შეხვედრაზე საუბარი იქნება იმაზე, თუ რომელ კლასიფიკაციას უნდა განეკუთნოს ახალი შტამი – “შეშფოთების საგანი” თუ უბრალოდ “ინტერესის გამომწვევი”. თუ შტამი კლასიფიცირებული იქნება ერთ-ერთი ამ კატეგორიით, მაშინ ჯანმო მას სახელს მიანიჭებს ბერძნული ანბანის ასობგერის მიხედვით”, – განმარტა კერხოვემ და დასძინა, რომ ტექნიკური ჯგუფის შეხვედრა “განგაშის სიგნალი” არ არის.

ექსპერტის თქმით, ჯერჯერობით, ამ შტამის 100-ზე ნაკლები გენომიური თანმიმდევრობაა ცნობილი.

„მის შესახებ, ჯერჯერობით, ცოტა რამეა ცნობილი, მაგრამ ვიცით, რომ ამ ვარიანტს აქვს მუტაციების დიდი რაოდენობა“, – განაცხადა ექსპერტმა და დასძინა, რომ იგეგმება კვლევების ჩატარება, რომელიც „რამდენიმე კვირას გაგრძელდება“.

სამხრეთ აფრიკის ინფექციურ დაავადებათა ეროვნულ ინსტიტუტში განაცხადეს, რომ ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც პირველად ბოტსვანაშია დაფიქსირებული და გააჩნია მუტაციის მაღალი მაჩვენებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები