გაერო: მსოფლიოში ყოველ 11 წუთში ოჯახის წევრები ერთ ქალს ან გოგოს კლავენ

 

მსოფლიოში ყოველ 11 წუთში ოჯახის წევრები ერთ ქალს ან გოგოს კლავენ.

ამის შესახებ გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ხელმძღვანელის, გადა ფათჰი ვალის ცნობაშია ნათქვამი, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 25 ნოემბერს აღინიშნება.

ვალიმ ყურადღება გაამახვილა ქალთა უფლებების გაუარესებაზე ოჯახში ძალადობისა და კოროვირუსული პანდემიის ზრდის ფონზე.

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 2020 წელს მსოფლიოში მეუღლეებმა ან ნათესავებმა 47 ათასი ქალი ან გოგონა მოკლეს.

უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ზოგადად, მსოფლიოში ქალთა მკვლელობის ყოველი მეხუთე შემთხვევა, დაკავშირებულია ოჯახში ძალადობასთან.

ვალის თქმით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა 58% ქალები და გოგონები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები