ივანე ჩხაიძე: კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის მუდმივი “მწვანე სტატუსის” მინიჭება, ვაქცინაციისთვის მოტივაციას შეამცირებს

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, პირებისთვის, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ გადატანილი, მუდმივი მწვანე სტატუსის მინიჭება ვაქცინაციისთვის მოტივაციის შემცირებას იწვევს.

მისივე თქმით, კოვიდგადატანილი ადამიანები წელიწადის ან წელიწად-ნახევრის შემდეგ ინფიცირებისგან დაცულები არ არიან.

„ამ ფორმულირების უკან დგას ნაკლები მოტივაცია ვაქცინაციის. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ადამიანები, რომლებიც ბოლო პერიოდში ავადდებიან კორონავირუსით, აცრილები არ არიან. ასე რომ, ეს არის გადაწყვეტილება, რომლითაც შეიძლება, ამ ადამიანებს ვაქცინაციის იდეა საერთოდ დავუკარგოთ. გადატანილი კორონავირუსის სტატუსი მართლაც მისცემთ პირებს შესაძლებლობას, რომ საკმაოდ ხანგრძლივად, წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში ისარგებლონ გარკვეული სერვისებით. ეს სამედიცინო თვალსაზრისით მიუღებელია, რადგან პრაქტიკულად არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ადამიანი კორონას გადატანიდან წელიწადის ან წელიწად-ნახევრის შემდეგ ინფიცირებისგან დაცულია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები