რუმინეთს ახალი პრემიერი და მთავრობა ჰყავს
რუმინეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერმინისტრად თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ნიკოლაე ჩუკეს კანდიდატურას დაუჭირა მხარი და ახალი მთავრობა დაამტკიცა.
რუმინეთის პარლამენტმა 5 ოქტომბერს პრემიერმინისტრის, ფლორინ კიცუს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.
22 ნოემბერს რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა ჩუკეს კანდიდატურა წარადგინა, რომელსაც მხარს უჭერდა მმართველი კოალიცია, რომელიც წარმოდგენილია ნაციონალურ-ლიბერალური, სოციალ-დემოკრატიული და რუმინეთის უნგრელების დემოკრატიული კავშირის მიერ.
კოალიციამ გადაწყვიტა პრემიერმინისტრების როტაცია და, პირველად 1,5 წლის განმავლობაში, მთავრობას უხელმძღვანელებს ლიბერალების წარმომადგენელი ჩუკე, შემდეგ მას სოციალ-დემოკრატი ჩაანაცვლებს.