შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო გემი მიემართება

შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო გემი – USS Arleigh Burke მიემართება, სადაც ის მოკავშირეებთან ერთად ოპერაციებში მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის მე-6 ფლოტის ოფიციალურ Twitter-ზე გამოქვეყნდა.

„ესმინეცი USS Arleigh Burke-მა (DDG 51) დაიწყო ტრანზიტი ჩრდილოეთით შავ ზღვაში, რათა იმოქმედოს რეგიონში ჩვენს, ნატო-ს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის დასაწყისში ბათუმის პორტში USS Porter და ფლაგმანი USS Mount Whitney შევიდნენ. ბათუმისკენ მიმავალ გზაზე ორივე გემი მონაწილეობდა ორმხრივ წვრთნებში ბულგარეთისა და თურქეთის საზღვაო ძალების გემებთან მანევრირების, კომუნიკაციების შემოწმებისა და სხვადასხვა სიტუაციის სიმულაციის მიზნით.

თვის შუა რიცხვებში USS Mount Whitney დაბრუნდა იტალიის სანაპიროებზე, USS Porter კი სტამბოლის პორტში გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები