შვედეთში „მწვანე პასპორტის“ არმქონე პირებს სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრება აეკრძალათ

შვედეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელი დეკემბრიდან ყველა სახის ღონისძიებაზე, სადაც 100 ადამიანი მოიყრის თავს, ე.წ. მწვანე პასპორტის წარდგენა სავალდებულო იქნება. „მწვანე პასპორტი“ გაიცემა ყველა ორჯერადად აცრილ პირებზე, ასევე, მათზე, ვინც ტესტირება ჩაიტარა ბოლო 72 საათის მანძილზე ან ვისაც კოვიდინფექცია ახალი გადატანილი აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ შვედეთში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი არ ფიქსირდება, ქვეყნის მასშტაბით, დღიურად, საშუალოდ, მაინც, 1000-მდე ინფიცირების შემთხვევა აღირიცხება, რაც ჯანდაცვის მინისტრის, ლენა ჰალენგრენის თქმით, „არ იძლევა ქვეყნის დაკეტვის საბაბს, თუმცა, მაჩვენებლების ზრდა მაინც გასათვალისწინებელია“.

შეგახსენებთ, რომ შვედეთმა სექტემბერში თითქმის ყველა კოვიდრეგულაცია გააუქმა ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლების გამო, თუმცა, ახალი რეგულაციები პრევენციის თვალსაზრისით მაინც აამოქმედა.

წყარო: https://www.euronews.com/2021/11/25/covid-19-spike-felt-across-europe-as-vaccination-remains-stagnant

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები