მიხეილ სარჯველაძე: პოლარიზაციის ხარისხის შემცირება ერთადერთი საშუალებაა, რომ რეალურად მოხერხდეს ინსტიტუციურად და გამართულად იფუნქციონიროს საქართველოში დემოკრატიამ
“პოლარიზაციის ხარისხის შემცირება არის ერთადერთი საშუალება, რომ რეალურად მოხერხდეს ინსტიტუციურად და გამართულად იფუნქციონიროს საქართველოში დემოკრატიამ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა იბრძვის, რომ ქვეყანაში პოლარიზების ხარისხი შენარჩუნდეს.
„პოლარიზაციის ხარისხის შემცირება არის ერთადერთი საშუალება, რომ რეალურად მოხერხდეს ინსტიტუციურად და გამართულად იფუნქციონიროს საქართველოში დემოკრატიამ. ამის ნაცვლად, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა არანორმალურად იბრძვის, რომ ქვეყნაში პოლარიზების ხარისხი შენარჩუნდეს. ზოგიერთი მედიასაშუალება და არასამთავრობოც ამისკენ არის მომართული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.