ამირან გამყრელიძე: ჩვენ, ყველა რომ ვიყოთ სოლიდარულები და პირბადე ვატაროთ, იანვრამდე დავზოგავთ კიდევ დაახლოებით 200-300 ადამიანის სიცოცხლეს

“პირბადის მაჩვენებელი ძალიან დაბალი რომ გვაქვს და აღსრულება არ არის, ამას ხშირად აღვნიშნავ, ეს არის ერთ-ერთი ხარვეზი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველას უნდა მოეთხოვოს პასუხი, ვინც აღსრულებაზეა პასუხისმგებელი.

„უნდა აღინიშნოს, რომ მარტო შოლტის და მათრახის პრინციპი არ მუშაობს. უკვე ორი წელი გავიდა და უნდა გვესწავლა და ვისწავლოთ ის, რომ ეს უმარტივესი – პირბადე როგორმე ყველამ ვატაროთ. ჩვენ ყველა რომ ვიყოთ სოლიდარული და პირბადე ვატაროთ, მოსახლეობის 90-95 პროცენტმა, იანვრამდე დავზოგავთ კიდევ დაახლოებით 200-300 ადამიანის სიცოცხლეს, ხომ შეიძლება, ეს შევიგნოთ, გავითავისოთ და გავაკეთოთ. მარტო ის, რომ დაგადგეთ თავზე, გინდა თუ არა დაგაჯარიმოთ, დაგიჭიროთ, არ მუშაობს ეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები