თამარ გაბუნია: მობილობის გაზრდის ფონზე, პირბადის გამოყენების მაჩვენებელი 28%-ია

“პირბადის გამოყენების მაჩვენებელი 28%-ია, მობილობა გაზრდილია ჩვეულებრივთან შედარებით კიდევ 2%-ით, რაც პირდაპირ კვებავს ეპიდემიას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, რეგულაციების დაცვა მნიშვნელოვანია.

„დღეს პირბადის გამოყენების მაჩვენებელი 28%-ია, მობილობა გაზრდილია ჩვეულებრივთან შედარებით კიდევ 2%-ით, რაც პირდაპირ კვებავს ეპიდემიას. ამ შემთხვევაში, მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის მზაობა, სრული კონტროლის შესაძლებლობას ვერ მოგვცემს, მაგრამ ისევ უნდა დავუბრუნდეთ იმას, რომ ის ზომები, რაც ჩვენთვის ცნობილია, საზოგადოებრივი ძალისხმევით აღსრულდეს, დავუბრუნდეთ ჩვეულებრივ, კონტროლირებად სიტუაციას“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები