გერმანიაში კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში დღეიდან ძალაში ახალი შეზღუდვა შევიდა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას შეეხება.
კერძოდ, ტრანსპორტისთვის ამოქმედდა 3G-ის წესი (აბრევიატურა Genesen, Geimpft, Getestet („გადატანილი“, „ვაქცინირებული“, „ტესტირებული“).
იმ შემთხვევაში, თუ ავტობუსში ან ტრამვაიში ასვლის დროს მგზავრი შესაბამისი სერტიფიკატის წარდგენას კონტროლიორისთვის ვერ შეძლებს, მას მოუწევს უახლოეს გაჩერებაზე ჩასვლა.
სარკინიგზო კონცერნის Deutsche Bahn-ის ხელმძღვანელობამ 23 ნოემბერს ექსპერიმენტის სახით, 3G-ის წესით ადგილზე შემოწმება დანერგა.
ასევე, “3G-ის წესი” დღეიდან გერმანიაში სხვადასხვა ოფისში შესვლის დროს იმოქმედებს.