გუბაზ სანიკიძე: დასავლეთს არ უნდოდა მიშას საქართველოში ჩამოსვლა, აქტივიზირებული ატომური ბომბია

“ამ ხელისუფლებას პერსონალურად მიხეილ სააკაშვილი გაუშვებს. ხელისუფლებისთვის აქტივიზირებული ატომური ბომბია ჩამოსული”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თავის დროზე ვერავის დააჯერა, რომ სააკაშვილი ჩამოვიდოდა, ამიტომ, ახლა ბევრ საკითხზე საუბარს აღარ აპირებს.

როგორც დეპუტატმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, დასავლეთს არ უნდოდა მიშას საქართველოში ჩამოსვლა.

„მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში პოლიტიკური მდგენელი შეცვალა. აქამდე ის არჩევანს თამაშობდა, არადანი იყო ყოველთვის ოპოზიცია. ახლა არჩევანიც და არადანიც მიშაა. დილით მოსახლეობა ტელევიზორს რომ რთავს, იღებს ინფორმაციას არა კოვიდის ოდენობის, არამედ  – მიშას მდგომარეობის შესახებ. ვერაფრით ვერავის ვარწმუნებდი, რომ მიშა ჩამოვიდოდა. ახლაც რომ გარწმუნოთ რაღაცებში, ვერ დაგარწმუნებთ, მაგრამ ეს მაინც მოხდება. დასავლეთს არ უნდოდა მიშას საქართველოში ჩამოსვლა. ასევე, დასავლეთს არ უნდოდა რომ ნავალნი მოსკოვში ჩასულიყო, უკრაინას ყირიმისთვის ებრძოლა. დასავლეთი ახლა არის ფაქტის წინაშე, სააკაშვილმა დიდი პროცესი შექმნა. ეს ყველაფერი პოლიტიკურად არის ქაბულის დაცემის გაგრძელება. ძალიან აფუთფუთებულია ყველა. სტრასბურგს რეაგირება ძალიანაც არ უნდოდა. ამიტომაც ვამბობ, რომ კლასიკური გაგებით პოლიტიკოსი საქართველოში, ერთადერთი არის მიხეილ სააკაშვილი. მერწმუნეთ, მიხეილ სააკაშვილს ძალიან დიდი არსენალი აქვს, ჯერ არ აქვს ამუშავებული. რაც შეეხება მის ჩამოსვლას, სააკაშვილი აქ არავის რჩევით არ ჩამოსულა. ვისაც ეკითხებოდა, მათი დიდი ნაწილი, გადამწყვეტი უმრავლესობა ეუბნებოდა, რომ არ ღირს ჩამოსვლაო. ამ ხელისუფლებას გაუშვებს პერსონალურად მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილს ვინმე ციხის კარს კი არ გაუღებს ან კედელს კი არ გამოუნგრევს. თვითონ გამოვა, თვითონ გამოანგრევს იმ ციხის კარს. ძალიან რთულია იმ ადამიანს ებრძოლო, ვინც თავგანწირვაზე მიდის. თავგანწირულ ადამიანს ვერავინ ერევა. ხელისუფლება უკვე თავდაცვაზეა გადასული, მიხეილ სააკაშვილი თავდასხმაზეა გადასული. სააკაშვილის გენერალური გეგმა არის ამ ხელისუფლების დემონტაჟი, რა თქმა უნდა, არჩევნების გზით. რიგგარეშე არჩევნები იქნება. ეს იყო ბოლო არჩევნები, რომელიც „ოცნებამ“ გაიფორმა. ამ ხელისუფლებისთვის აქტივიზირებული ატომური ბომბია ჩამოსული”, – განაცხადა სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები