ელისო ბოლქვაძე ესპანეთის საქმეთა დროებით რწმუნებულს საქართველოში, ხორხე ლუსინს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე ესპანეთის საქმეთა დროებით რწმუნებულს საქართველოში, ხორხე ლუსინს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე კოვიდპანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე მოსაზრებები გაცვალეს, ასევე, საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ერთობლივი საზეიმო ღონისძიების გამართვის თაობაზე იმსჯელეს.
„შეხვედრაზე ქართველი და ესპანელი მხატვრების საინტერესო ერთობლივი გამოფენა დაიგეგმა მომავალი წლისთვის, რომლისთვისაც მხატვრები საქართველოს რეგიონებიდან სპეციალური ჟიურის მიერ შეირჩევიან. ქართველი მხატვრების ნამუშევრები ესპანეთის წამყვან მუზეუმებში გამოიფინება. ასევე, დავგეგმეთ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტსა და ესპანეთის პარლამენტის კულტურის კომიტეტს შორის ონლაინ შეხვედრა”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.