აშშ “თალიბანთან” მოლაპარაკებათა მაგიდასთან ისევ ჯდება

ყატარში მომდევნო კვირას აშშ-სა და “თალიბანს” შორის კონსულტაციები დაიწყება, მათ შორის, ტერორიზმთან ბრძოლის საკითხზეც.

ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა გააჟღერა და დღეს იგივე “თალიბანშიც” დაადასტურეს.

ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთში, ტომ ვესტი დაბრუნდება დოჰაში ორკვირიანი შეხვედრისთვის “თალიბანის” ლიდერებთან. მისი თქმით, მხარეები განიხილავენ “ავღანეთის სასიცოცხლო მნიშვნელობის ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის, ტერორიზმთან ბრძოლას”.

ავღანეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მომდევნო კვირას შეერთებულ შტატებან მოლაპარაკებათა ახალი რაუნდი დაიწყება.

აღინიშნება, რომ დისკუსიები ავღანეთში პოლიტიკურ ურთიერთობებსა და ეკონომიკურ პრობლემებს, ასევე, “დოჰას შეთანხმებას” შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები