მსოფლიოში 15-21 ნოემბერს კორონავირუსით ინფიცირების თითქმის 3,6 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 8-14 ნოემბერთან შედარებით 6%-ით მეტია.
ამავე პერიოდში ასევე გაზრდილია პლანეტაზე ლეტალური შემთხვევების რიცხვი. კერძოდ, 15-21 ნოემბერს ვირუსს თითქმის 51 ათასი ადამიანი შეეწირა, რაც 8-14 ნოემბერთან შედარებით ასევე 6%-ით მეტია.
შესაბამის მონაცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს.
აღინიშნება, რომ ბოლო ერთ კვირაში ინფიცირების თითქმის 67% ევროპის რეგიონზე მოდის, სადაც ინფიცირების 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ამავდროულად, ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება დაფიქსირდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 11%-ით; აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში 9%-ით და აფრიკაში – 4%-ით.
სიკვდილიანობის ზრდა დაფიქსირდა დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში 29%-ით; ამერიკაში 19%-ით) და ევროპაში – 3%-ით. ამასთან, დაღუპულთა რიცხვი შემცირდა აფრიკაში 30%-ით; სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 19%-ით და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში – 4%-ით.