საფრანგეთში, გასული კვირის მონაცემებთან შედარებით, კოვიდინფიცირების მაჩვენებელი 54%-ით გაიზარდა

აგვისტოს შემდეგ პირველად, საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 30 ათასზე მეტი კოვიდინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მთავრობა სულ უფრო ამკაცრებს კოვიდრეგულაციებს და მოსახლეობას ე.წ. ბუსტერდოზების გაკეთებისკენ მოუწოდებს.
„დღეს ჩვენს ქვეყანაში კოვიდინფიცირების 30 ათას შემთხვევაზე მეტი დაფიქსირდა, რაც ინფიცირების ზედა ზღვარს სცილდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა გლობალური პანდემიის „მეხუთე ტალღას“ ებრძვის“, – განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა.
აღსანიშნავია, რომ, გასული კვირის მონაცემებთან შედარებით, მიმდინარე კვირის კოვიდინფიცირების მაჩვენებელი 54%-ითაა მომატებული.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას საფრანგეთმა ინფექციასთან ეფექტიანი ბრძოლისათვის 40 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის ე.წ. ბუსტერდოზების გაკეთების რეკომენდაცია გასცა. ამჟამინდელი მონაცემებით, ქვეყანაში, პირველად 11 აგვისტოს შემდეგ, ყოველ 100 ათას ადამიანზე 200 კოვიდინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება.

წყარო: https://www.reuters.com/world/europe/new-french-covid-19-infections-surge-over-30000-past-24-hours-minister-2021-11-23/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები