გერმანიაში ჯარისკაცებისთვის აცრა, სავარაუდოდ, სავალდებულო გახდება
გერმანიაში სამხედროებისთვის კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სავარაუდოდ, სავალდებულო გახდება, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.
თავდაცვის ორი კომიტეტის რეკომენდაციით, კორონავირუსის აცრა ჯარისკაცებისთვის სავალდებულო იმუნიზაციის სიაში უნდა იყოს.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში (ბუნდესვერი) კორონავირუსის 1445 შემთხვევა დაფიქსირდა.
გერმანიაში კორონავირუსის მძიმე – „მეოთხე ტალღას“ ებრძვიან, სამშაბათს ქვეყანაში 45 326 ახალი შემთხვევა და 309 გარდაცვალება დაფიქსირდა.