“ზეიმი ბავშვებისა და მშობლებისთვის” – ისრაელში 5-დან 11 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო
ისრაელის ხელისუფლებამ კორონავირუსისგან 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო.
ბავშვებს BioNTech/Pfizer-ის პრეპარატით აცრიან.
კორონავირუსთან ბრძოლაზე უფლებამოსილმა კომისარმა, სალმან სარკამ კამპანიის დაწყებას უწოდა „ზეიმი ბავშვებისა და მშობლებისთვის, რომლებსაც ახლა შეუძლიათ თავიანთი შვილების დაცვა“.
მედიის ცნობით, ვაქცინის მიღება 5-დან 11 წლამდე 1 მილიონამდე ბავშვს შეუძლია. ბავშვები დოზის მესამედს მიიღებენ.
BioNTech/Pfizer-ში აცხადებენ, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის ეფექტურობა 91%-ს აღწევს.