ამირან გამყრელიძე: უკიდურესად დაძაბულ რეჟიმში მუშაობს რეანიმაციები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდკლინიკებში რეანიმაციები უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში მუშაობს. ქვეყანაში კი ყველა პირობაა იმისთვის შექმნილი, რომ ეპიდსიტუაცია არ გაუმჯობესდეს.

მისი განმარტებით, რთული ეპიდვითარების ფონზე, ქვეყანაში მაინც იმართება ხალხმრავალი თავშეყრები, რაც ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას.

„ყველანაირი თავშეყრა არის. იქნება ეს ქორწილი, ქელეხი, მიტინგი, წვეულება თუ ა.შ. ყველა პირობაა იმისთვის, რომ სიტუაცია მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდეს.
თან, მოგეხსენებათ, რესპირაციული ვირუსების სეზონია. ცივი სეზონი დადგა უკვე და ეს ყველაფერი ერთად ხელს უწყობს იმას, რომ არ გვქონდეს სერიოზული გაუმჯობესება. უკიდურესად დაძაბულ რეჟიმში მუშაობს რეანიმაციები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები