„ქართული ხელოვნება: აღქმა, ინტერპრეტაცია, კონტექსტი“ – სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
2021 წლის 24, 25, 26 ნოემბერს, სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული ხელოვნება: აღქმა, ინტერპრეტაცია, კონტექსტი“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენცია ეძღვნება გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დაარსების 80 წლის იუბილეს.
კონფერენცია გაიმართება ონლაინ, „ზუმის“ პლატფორმაზე და ტრანსლირდება ჩუბინაშვილის ცენტრის ფეისბუქგვერდზე.
კონფერენციაზე დასასწრები ბმულები/კოდები ხელმისაწვდომი გახდება ღონისძიების დაწყებამდე.
კონფერენციის პროგრამა: https://el.ge/articles/537925…