კრემლი: უკრაინაზე თავდასხმას არ ვაპირებთ

პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი არავისზე თავდასხმას არ აპირებს.

“რუსეთს არ აქვს არანაირი აგრესიული გეგმა და სრულიად არასწორია საპირისპიროს თქმა, ასევე, სრულიად არასწორია, რუსეთის შეიარაღებული ძალების ნებისმიერი მოძრაობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ამგვარ გეგმებთან დააკავშირო. ეს ასე არ არის,” – აღნიშნა პესკოვმა.

მისივე თქმით, ამერიკული და უკრაინული მედია ამტკიცებს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაზე თავდასხმისთვის, მაგრამ რუსული მხარე აცხადებს, რომ კიევი გეგმავს აგრესიულ ქმედებებს დონბასისა და თვითგამოცხადებული ე.წ. რესპუბლიკების წინააღმდეგ “და ეს არის ნიუანსი, რომელიც უნდა იყოს გაგებული და სწორად ინტერპრეტირებული“.

პესკოვმა დასძინა, რომ უკრაინის კონფლიქტში უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია მინსკის შეთანხმებების დაცვაა.

მან ასევე თქვა, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ კიევში სამხედრო მრჩევლებისა და იარაღის გაგზავნა ასევე ძაბავს ვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები