“სამწუხაროდ, არ იყო აცრილი” – არქიმანდრიტი კორონავირუსით გარდაიცვალა

არქიმანდრიტი, თესალონიკის სამიტროპოლოს მღვდელმსახური 46 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მღვდელმსახური იერონიმე ქათამაძე ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილის ძმასაც კორონავირუსი აქვს და ამ წუთებში სიკვდილს ებრძვის.

“ძალიან სამწუხარო ამბავი…

46 წლის ასაკში, კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა ჩვენი ძმა და თანამწირველი ქრისტეში, არქიმანდრიტი თეოლოგი, თესალონიკის სამიტროპოლიტოს მღვდელმსახური.

სამწუხაროდ, მამა თეოლოგი არ იყო აცრილი და საავადმყოფოში მკურნალობაზეც მკაცრი უარი განაცხადა, გუშინ დილით კი ღვთივგანისვენა.

ღმერთმა აცხოვნოს მისი სული.

პ.ს: მისი ძმა, ასევე არქიმანდრიტი, ამ წუთებშიც სიკვდილს ებრძვის…,” – წერს იერონიმე ქათამაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები