რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში – ბოლო 24 საათის სტატისტიკა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 9 594-მა ადამიანმა გაიკეთა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ ქვეყანაში 2 107 467 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 819 182 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 759 657, გარდაიცვალა 11 615 პაციენტი.