10-მილიონიანი ქვეყანა, სადაც 100-ზე ნაკლები ადამიანი ინფიცირდება და არავინ კვდება – გაერთიანებულ საემიროებში 1 დოზით მოსახლეობის თითქმის 100% აიცრა
არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, სადაც 10 მლნ ადამიანი ცხოვრობს, ყოველდღიურად კორონავირუსის მხოლოდ რამდენიმე ათეული შემთხვევა ფიქსირდება. The National News-ის ცნობით, გუშინ ქვეყანაში 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ ყოფილა.
Worldometer-ის ინფორმაციით, კოვიდით გარდაცვალების შემთხვევები ქვეყანაში თითქმის აღარ ფიქსირდება.
21 ოქტომბრის შემდეგ, გაერთიანებულ საემიროებში ინფიცირების მაჩვენებელი 100-ზე დაბალია. მოსახლეობის 99.62 პროცენტს, სულ მცირე, ერთი დოზა აქვს მიღებული, სრულად კი მოსახლეობის 89.8 პროცენტია აცრილი.
ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ ვაქცინის 21.7 მილიონზე მეტი დოზაა ადმინისტრირებული.