გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი – „გერმანელი ხალხი ან ვაქცინირებული იქნება, ან კოვიდინფექციას გადაიტანს, ან ყველა დაიხოცება“
გერმანიის ჯანდაცის მინისტრმა, ჯენს სპანმა მოქალაქეებს მიმართა და სასწრაფო ვაქცინაციისკენ მოუწოდა. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ზამთრის ბოლოსთვის, გერმანელი ხალხი ან „ვაქცინირებული იქნება, ან კოვიდინფექციას გადაიტანს, ან ყველა დაიხოცება“.
ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე სპანმა ასევე განაცხადა, რომ მათ, ვისაც შეუძლია და სურს საკუთარი თავის და სხვების დაცვა, უნდა აიცრას.
„ძალიან მნიშვნელოვანია აცრები. ვაქცინაციის პრეპარატები ყველასთვის საკმარისია და ყველას ეყოფა. ყველა ვაქცინა კარგად მოქმედებს“,-აღნიშნა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა.