მოსახლეობა ბუდაპეშტში აცრის რიგებში დგას – რეანიმაციულ განყოფილებებში პაციენტების 90%-მდე არავაქცინირებულია

ბუდაპეშტის ჰოსპიტლებთან აცრის მსურველების რიგები დგას – როგორც „როიტერსი“ წერს,  უნგრელებს პირველად მიეცათ საშუალება, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღონ ვაქცინები.

ევროპა კვლავ პანდემიის ეპიცენტრია, მსოფლიოში შემთხვევებისა და გარდაცვლილების ნახევარი სწორედ ამ კონტინენტზე მოდის.

უნგრეთის მეზობელ ქვეყანაში, ავსტრიაში მკაცრი „ლოკდაუნი“ მოქმედებს, გერმანიაში კი სავალდებულო ვაქცინაციაზე მსჯელობენ.

უნგრეთში, რომლის მოსახლეობა 10 მილიონია, ეპიდემიას, ჯამურად, 33 172 ადამიანი ემსხვერპლა. იმის მიუხედავად, რომ ხალხი ვაქცინაციის რიგში დგას, აცრების მაჩვენებლით, უნგრეთი ევროკავშირის სხვა ქვეყნებს ჩამორჩება – აქ, დაახლოებით, 5.8 მლნ ადამიანია ორჯერადად აცრილი.

დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარება აუცილებელია, ამასთან, ხელისუფლებაში ამბობენ, რომ აცრებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის სავალდებულოს გახდიან.

სპეციალისტების თქმით, პაციენტების 90%, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა, ვაქცინირებული არ არის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები