შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 58-ე გენერალური ასამბლეის სხდომა ონლაინ ფორმატში გაიმართა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 58-ე სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

პლენარულ სესიას, გახსნით ნაწილში სიტყვით მიმართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა  და ასამბლეის ვიცეპრეზიდენტმა – დავით სერგეენკომ, რომელმაც ასამბლეისა და ზოგადად, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ასამბლეის ვიცეპრეზიდენტმა პანდემიის ფონზე სამედიცინო სფეროში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მიზნით, სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.

პლენარულ სესიაზე, ასევე, მოისმინეს მოხსენებები: „შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში  ფარმაცევტულ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება”, „ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება საპარლამენტო საქმიანობისა და საკანონმდებლო პროცესისა  გამჭვირვალობის ხელშეწყობისათვის”; „შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში პანდემიის ფონზე საგანმანათლებლო სფეროში არსებული გამოწვევები”.

სხდომის ფარგლებში, ასევე, გაიმართა ასამბლეის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები