თურქეთში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს საქართველოს საგარეო უწყებაში გამოეხმაურნენ

“თურქეთის მთავრობა განუხრელად ატარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ “კვირა”-სთვის გაკეთებულ კომენტარში.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. დეპუტატები რუსული პასპორტებით ეწვივნენ თურქეთის რესპუბლიკას და კერძო ხასიათის შეხვედრები გამართეს ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლებსა და ეთნიკურ აფხაზებთან.

“თურქეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თურქეთის მთავრობა განუხრელად ატარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. დეპუტატები რუსული პასპორტებით ეწვივნენ თურქეთის რესპუბლიკას და კერძო ხასიათის შეხვედრები გამართეს თურქეთში არსებულ ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლებსა და ეთნიკურ აფხაზებთან. აღნიშნული კერძო ხასიათის შეხვედრები, ბუნებრივია, ვერ ჩაითვლება თურქეთის მხარესთან ოფიციალურ კომუნიკაციად. საქართველოს საელჩო ანკარაში მუდმივ თანამშრომლობაშია თურქეთის მხარესთან, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს საერთაშორისო არენაზე არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებაში”, – ნათქვამია “კვირა-“სთვის გაკეთებულ კომენტარში.

ოკუპირებულ აფხაზეთში განაცხადეს, რომ თურქეთის პარლამენტში ადგილობრივ დეპუტატებთან გამართეს შეხვედრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები