“კორონავირუსის მნიშვნელობა გადაჭარბებულია” – საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი
ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი, საფრანგეთში პრეზიდენტობის კანდიდატი, ერიკ ზემური ამბობს, რომ შიშები კოროვირუსის შესახებ ძალიან გადაჭარბებულია.
ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ზემურის განცხადება ევროპაში ანტიკორონავირუსული შეზღუდვების მასიური საპროტესტო გამოსვლების ფონზე გაკეთდა.
„ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ეპიდემია საჭირო გზაზე. ქვეყნები ბევრს თამაშობენ ხალხის შიშებზე. ამაში ძალიან შორს წავედით,” – თქვა პოლიტიკოსმა.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2022 წლის აპრილში ჩატარდება.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ ზემური თავისი განცხადებებით კიდევ ერთ რადიკალ პოლიტიკოსს – მარინ ლე პენს დაუპირისპირდება და, დიდი ალბათობით, არჩევნებში მეორე ტურში ემანუელ მაკრონთან ერთად გავა.
ზემური ასევე ცნობილია თავისი მკაცრი პოზიციით იმიგრაციის, ისლამისა და ეროვნული იდენტობის მიმართ. მასვე ეკუთვნის განცხადება იმის შესახებ, რომ კორონავირუსის ვაქცინის მესამე დოზა ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის.
მან ასევე თქვა, რომ საბოლოოდ აპირებს, უარი თქვას კოვიდპასპორტებზე, რომლებიც ამჟამად გამოიყენება საფრანგეთში ბარების, რესტორნების, მუზეუმებისა და სპორტული დარბაზების მოსანახულებლად.