პარლამენტის ბიურომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები დარეგისტრირდა და წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განისაზღვრა.
პარლამენტის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანო „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ”; „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”; „სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ”; „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ” „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტებზე იმსჯელებს.
კანონმდებლები ასევე, განიხილავენ „წყლის მართვის შესახებ” კანონპროექტთა პაკეტს. სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელეს. ბიუროს წარედგინა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტის კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის გრაფიკი და განრიგი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დაამტკიცებს.