ჩეხეთში არავაქცინირებულებს რესტორნებსა და თეატრებში შესვლა, ასევე, სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება აეკრძალებათ

სააგენტო „როიტერის” ინფორმაციით, დღეიდან, ჩეხეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კორონავირუსის ვაქცინა არ აქვთ გაკეთებული, პაბებში, რესტორნებსა და თეატრებში შესვლა, ასევე, სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება აეკრძალებათ.

წყაროს ცნობითვე, დასწრების შესაძლებლობა მხოლოდ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს ან ბოლო ექვსი თვის მანძილზე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პირებს ექნებათ.

ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია, ამიტომ, მთავრობა საგანგებო მდგომარეობის შემოღების აუცილებლობასაც განიხილავს.

ქვეყანაში შეზღუდვების გამკაცრების გამო, დედაქალაქ პრაღაში საპროტესტო აქცია დაიგეგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები