გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი: ზამთრის ბოლომდე გერმანელების უმეტესობა აიცრება, გამოჯანმრთელდება ან დაიღუპება

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის პროგნოზით, ზამთრის ბოლომდე მისი თანამემამულეების უმეტესობა აიცრება, გამოჯანმრთელდება ან დაიღუპება.
ამის შესახებ “ბიბისი” გერმანიის ჯანდაცვის მინისტრ იენს შპანზე დაყრდნობით წერს.

მისივე თქმით, გერმანიაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად იზრდება.

მინისტრი ქვეყნის მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„სავარაუდოდ, ზამთრის ბოლოს, როგორც ხანდახან ცინიკურად იტყვიან, გერმანიაში თითქმის ყველა იქნება აცრილი, გამოჯანმრთელდება ან დაიღუპება“, – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა.

გერმანიაში ბოლო დღე ღამეში „კოვიდ-19“-ით 30 643 ადამიანი დაინფიცირდა, 62 პაციენტი კი გარდაიცვალა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები