ისრაელი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ეროვნული წარმოების დაწყებას გეგმავს

ისრაელის მთავრობამ დღეს განაცხადა, რომ ადგილობრივი მწარმოებლების შემოთავაზებებისთვის მზადაა, რათა ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება დაიწყოს. მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვინაიდან ქვეყანა სრულად დამოკიდებულია „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის იმპორტზე, დღის წესრიგში ვაქცინის ადგილობრივი წარმოების საკითხი უნდა დადგეს, სამომავლოდ ახალ პათოგენებთან საბრძოლველად. ქვეყნის მთავრობამ ადგილობრივ მწარმოებლებს სპეციალური დაწესებულების გამოყოფისკენაც მოუწოდა, მომავალში ვაქცინის საწარმოებლად.

მთავრობამ, ასევე, განაცხადა, რომ მზადაა, განიხილოს ადგილობრივი მწარმოებლების ყველა განაცხადი, მათ შორის, საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების შემოთავაზებებიც, რომელთა ქოლგის ქვეშაც ებრაული კომპანიები ვაქცინის წარმოებას შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ ისრაელი მსოფლიოში მოწინავე ქვეყანაა, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ე.წ. ბუსტერდოზების ადმინისტრირების კუთხით.

„განცხადების მიზანია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შექმნილ სპეციალურ სამუშაო ჯგუფს საშუალება მიეცეს, გამოიკვლიოს სხვადასხვა მწარმოებლის კომერციული შესაძლებლობები, რომ ქვეყანაში ვაქცინის წარმოება უწყვეტ რეჟიმში განხორციელდეს და ახალ პათოგენებთან საბრძოლველად პროცესის მართვა და ადაპტირება შეძლოს“,- აღნიშნა ქვეყნის მთავარმა ბუღალტერმა, იალი როტენბერგმა.

წყარო: https://www.reuters.com/business/healthcare-pharmaceuticals/israel-eyes-setting-up-its-own-vaccine-production-facility-2021-11-22/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები