იტალიური მედია: ქართველების კრიმინალური დაჯგუფების ერთი წევრი დაკავებულია

იტალიაში სან ბასილიოს პოლიციამ ქართველი დააკავა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა წერს.

როგორც IL Giorgnale წერს, ქართველების კარგად ცნობილი კრიმინალური დაჯგუფება უკვე დიდი ხანია, რომის მოსახლეობაში პანიკას თესავს. პოლიციამ ერთ-ერთი მათგანის დაკავება შეძლო.

30 წლის მამაკაცი, ოთარ გ., იტალიელმა სამართალდამცველებმა იმ დროს აიყვანეს, როდესაც ის შენობის ფასადზე დამონტაჟებულ სარემონტო ხარაჩოზე გადაადგილდებოდა. გაქცევა მოახერხეს მასთან ერთად მყოფმა სხვა პირებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, ასევე ქართველები არიან.

როგორც ირკვევა, საქართველოს მოქალაქე იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა და მას დეპორტაცია ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები