“მითოლოგიაა” – რუსეთის საგარეო უკრაინაში შეჭრაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დასავლური მედიის პუბლიკაციებს გამოეხმაურნენ იმის შესახებ, რომ რუსეთი იყენებს პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე არსებულ კრიზისს უკრაინაში შეჭრის მოსამზადებლად.

როგორც უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, ეს არის მითოლოგიის სფერო.

”ეს არის კიდევ ერთი მითოლოგემა იმ მითოლოგემების კატეგორიიდან, რომლის შესახებაც ჩვენ გვსმენია, ე.წ. რუსული ტანკები, რომლებიც ჩვენ, თითქოს, ჰუმანიტარული კოლონებით გადავიყვანეთ. ისტორიები ლამის გვირაბების შესახებ, რომლებიც აშენდა რუსეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინას შორის. ესეც იგივე, მორიგი სფეროა“, – თქვა მან.

მისი თქმით, “თუ არსებობს ფაქტები – წარადგინეთ, გვაჩვენეთ და ვისაუბრებთ. თუ არა, მაშინ დროა, ვიმუშაოთ შეცდომებზე იმ არარსებულ ისტორიებზე, რომლებიც შვიდი წელია, ტრიალებენ დასავლურ პრესაში უკრაინასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ, დასავლური მედიის გარდა, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შემოჭრის საფრთხეზე უკრაინის პირველმა დიპლომატმა, დიმიტრი კულებამ “ტელეკომპანია 24”-ის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთი ჯერ კიდევ 2014 წლიდან სხვადასხვა საშუალებას იყენებს უკრაინის დასასუსტებლად. მინისტრის თქმით, კრემლის მთავარი მიზანი არის უკრაინის დასუსტება.

“შიგნით დესტაბილიზაციის გზით ბლოკავს უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში. უკრაინის პრეზიდენტი კი სრულიად განსხვავებულ ამოცანას ისახავს – გახადოს უკრაინა რაც შეიძლება ძლიერი”, – თქვა კულებამ.

მან დაადასტურა, რომ ახალი შეტევითი ოპერაცია არის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც პუტინი განიხილავს უკრაინასთან დაკავშირებით.

გამოიყენებს თუ არა ის ამ ვარიანტს, დამოკიდებულია ორ ფაქტორზე: “ჩვენს სიძლიერეზე და უკრაინელების სიმშვიდესა და ჩვენი პარტნიორების ქმედებების კოორდინაციასა და სიძლიერეზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები