ალუდა ღუდუშაური – პრემიერის ინიციატივაზე: ჯობია, ადამიანს თევზის მიცემის ნაცვლად თევზის დაჭერის შესაძლებლობა მივცეთ

“საქართველოს სჭირდება დღის წესრიგი, რომელიც ორიენტირებული იქნება თითოეული მოქალაქის საჭიროებებზე, ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლაზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა პრემიერის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

„ჯობია, ადამიანს თევზის მიცემის ნაცვლად, თევზის დაჭერის შესაძლებლობა მივცეთ. ვფიქრობ, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი თანამოქალაქეები, რომელთაც, ერთი მხრივ, აქვთ შესაძლებლობა, უნარი და კომპეტენცია თვითრეალიზაციის შედეგად საკუთარი თავისა და ოჯახის რჩენა შეძლონ, მათთვის ეს მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ის პრინციპი, რომ მივცეთ ყველა ასეთ პირს დახმარება. საქართველოს სჭირდება დღის წესრიგი, რომელიც ორიენტირებული იქნება თითოეული მოქალაქის საჭიროებებზე, ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლაზე“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ, ნაცვლად სოციალური დახმარებისა, სახელმწიფომ შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შესთავაზოს. მისი თქმით, ქვეყანაში, დაახლოებით, 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქეა და მათგან თითქმის ნახევარი შრომისუნარიანია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები