იტალიაში ნიგერიული მაფიის 40 წევრი დააკავეს
იტალიის ფინანსურმა გვარდიამ ნიგერიული კრიმინალური ჯგუფის 40 წევრი დააკავა, რომელთა ძირითადი საქმიანობა იყო არალეგალური მიგრაცია და პროსტიტუცია.
ამის შესახებ იტალიის ძალოვანი უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
სპეცოპერაციში 600-მდე ძალოვანი მონაწილეობდა, ჩხრეკა და დაკავებები იტალიის რამდენიმე რეგიონში ჩატარდა.
“ლიკვიდირებულია ნიგერიული კრიმინალური ორგანიზაცია, რომელიც ჩართული იყო ფულის გათეთრებაში, არალეგალურ მიგრაციის ხელშეწყობაში, ადამიანებით ვაჭრობაში, მონობასა და პროსტიტუციის ექსპლუატაციაში”, – ნათქვამია განცხადებაში.
დაკავებულთა გარდა, გამოძიება მოიცავს „ფართო ქსელის“ მრავალ წევრს, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო მასშტაბის პიროვნების თავისუფლების წინააღმდეგ დანაშაულებებში, რაც პროკურატურის დამამძიმებელ ფაქტორად იქცევა.