აზერბაიჯანში ამნისტიის აქტი 1 300 ადამიანს შეეხო
აზერბაიჯანში 8 ნოემბრის “გამარჯვების დღესთან” დაკავშირებით გამოცხადებული, ამნისტიის აქტი 1 300-მდე ადამიანს შეეხო.
ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა, სასამართლო-სამართლებრივი საბჭოს თავმჯდომარემ, იუსტიციის I კლასის სახელმწიფო მრჩეველმა, ფიკრეტ მამედოვმა განაცხადა.
მისი თქმით, აქტი ეხება საქმეებს, რომლებიც როგორც გამოძიების ეტაპზეა, ასევე, სასამართლოში.
ამასთან, მოსალოდნელია, რომ ამნისტია თითქმის 15 ათას ადამიანზე გავრცელდეს იუსტიციის ორგანოების, მათ შორის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამსახურის მიერ.
მამედოვის თქმით, ბრძანებულების შესასრულებლად ყოველდღიური კონტროლია ორგანიზებული, ასევე, შეიქმნა მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დაუყოვნებლივ განიხილავს ამ კუთხით მიმართვებს და განხორციელდა სხვა კონკრეტული ღონისძიებები.