გურამ მაჭარაშვილი: პატიმარ სააკაშვილის გორის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, “ნაცმოძრაობის” დღის წესრიგი დაცარიელდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, დღის წესრიგში ხელოვნურად დააბრუნოს რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებული მოთხოვნა.
მისივე თქმით, აღნიშნული მოთხოვნა აბსურდულია.
„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პატიმარი სააკაშვილის გორის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი დაცარიელდა და ის ხელოვნურად შეავსეს საკითხებით, რომლებიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დააყენეს და ვერ განახორციელეს. ეს არის რიგგარეშე არჩევნები, რაც აბსურდული მოთხოვნაა“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.