კულუმბეგოვის  თქმით,      მასწავლებლები ვერ იღებენ თამამ გადაწყვეტილებებს, რადგან ერთ-ერთი მთავარი პრობლემა  ვაქცინაციასთან დაკავშირებული შიშებია

“თუ ჩვენ დავაჯგუფებთ პრობლემებს, რომელთა გამოც ისინი ვერ იღებენ თამამ გადაწყვეტილებებს, ერთ-ერთია ვაქცინაციასთან დაკავშირებული შიშები, რომლებიც მომდინარეობს უსაფუძვლო მითებიდან”, – ამის შესახებ ბიძინა კულუმბეგოვმა მასწავლებელთა იმუნიზაციის მიზნით გაერო-ს ბავშვთა ფონდის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გამართულ მორიგ შეხვედრაზე თქვა.
„ჩვენი, წამყვანი ექსპერტების პედაგოგებთან შეხვედრის მიზანია, რომ მათ საჭიროებებზე მორგებულ კითხვებზე რაც შეიძლება მაქსიმალურად გავცეთ პასუხები. თუ ჩვენ დავაჯგუფებთ პრობლემებს, რომელთა გამოც ისინი ვერ იღებენ თამამ გადაწყვეტილებებს, ერთ-ერთია ვაქცინაციასთან დაკავშირებული შიშები, რომლებიც მომდინარეობს უსაფუძვლო მითებიდან“, – განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა.

COVID-19-ის საინფორმაციო შეხვედრაში ბორჯომისა და ბაკურიანის, ასევე, მიმდებარე სოფლების სკოლების პედაგოგები მონაწილეობდნენ. ამ დროისთვის, სრულად აცრილ მასწავლებელთა მაჩვენებელი 9-დან 70%-მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები