ხატია დეკანოიძე: მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, მალე გამოიტანონ საკონსტიტუციო ცვლილებები, მალე დაიწყოს მომზადება ამასთან დაკავშირებით

“მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, რომ მალე გამოიტანონ საკონსტიტუციო ცვლილებები, მალე დაიწყოს მომზადება ამასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო საქმიანობაში მხოლოდ  კენჭისყრის იმ პროცესში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას გულისხმობს.

“საპარლამენტო საქმიანობაში ამ ეტაპზე ჩვენი პოზიცია არის ასეთი, რომ მივიღებთ მხოლოდ კენჭისყრაში მონაწილეობას, რომელიც გულისხმობს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ჩვენი საპარლამენტო ფრაქცია მონაწილეობას მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში, ეს საჯაროდ გვაქვს გაცხადებული. მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, რომ მალე გამოიტანონ საკონსტიტუციო ცვლილებები, მალე დაიწყოს მომზადება ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები