შალვა პაპუაშვილი: “ალტ-ინფოსთან” დაკავშირებულმა თემამ გამოავლინა ის ფარისევლობა, რაც ჩვენს პოლიტიკაში თუ სამოქალაქო საზოგადოებაშია გაბატონებული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ალტ-ინფოსთან” დაკავშირებულმა თემამ კიდევ ერთხელ გამოავლინა ის ფარისევლობა, რაც პოლიტიკასა და სამოქალაქო საზოგადოებაშია გაბატონებული.

მისი შეფასებით, როცა “ნაციონალური მოძრაობის” 10-ზე მეტი ლიდერი, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარე  – ნიკა მელია, ასევე, მიხეილ სააკაშვილი გასამართლებული არიან სისხლის სამართლის წესით, “ალტ-ინფოს” გაუქმებაზე საუბარი ფარისევლობაა.

“ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ და ადამიანებს შეუძლიათ, გაერთიანდნენ სხვადახვა ფორმატში. ისმოდა საკითხი, უნდა აიკრძალოს თუ არ უნდა აიკრძალოს, ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს და ამ კანონმდებლობის მიხედვით მიიღებს იუსტიციის სამინისტრო გადაწყვეტილებას. უბრალოდ, კიდევ ერთხელ გამოავლინა “ალტ-ინფოსთან” დაკავშირებულმა თემამ ის ფარისევლობა, რაც ჩვენს პოლიტიკაში თუ სამოქალაქო საზოგადოებაშია გაბატონებული. იმ ქვეყანაში, სადაც “ნაციონალური მოძრაობა”, რომლის 10-ზე მეტი ლიდერი არის სისხლის სამართლის საქმეზე გასამართლებული და 30-მდე მაღალჩინოსანი, უმეტესობა ძალადობასთან დაკავშირებით, პარტიის ფორმალური თავმჯდომარე მელია და არაფორმალური თავმჯდომარე სააკაშვილი, გასამართლებულები არიან სისხლის სამართლის წესით, საუბარი იმაზე, რომ რომელიღაც პარტია დარეგისტრირდება თუ არა, ფარისევლობაა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები