ბრიუსელში კოვიდშეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალეს

ბრიუსელში უქმეებზე კორონავირუსული შეზღუდვები გააპროტესტეს. 21 ნოემბრის საღამოს აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

ძალოვანებმა შეკრებილების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც აქციის მონაწილეებმა ქვების სროლა დაიწყეს.

პოლიციაში აცხადებენ, რომ დემონსტრაციაში 35 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

ბელგიაში, კორონავირუსის სწრაფი გავრცელების ფონზე, 17 ნოემბერს ახალი შეზღუდვები დააწესეს, რამაც მოქალაქეთა უკმაყოფილება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები