დიდ ბრიტანეთში 40 წელს ზემოთ მოქალაქეები „ბუსტერ“ დოზებით აიცრებიან
დღეიდან, დიდ ბრიტანეთში 40 წელს ზემოთ ყველა მოქალაქისთვის ე.წ. ბუსტერ დოზები ხელმისაწვდომი იქნება. მთავრობა მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა თავიდან აიცილებს ახალი კოვიდრეგულაციების შემოღების აუცილებლობას.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის, საჯიდ ჯავიდის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ ე.წ. ბუსტერ დოზებით გაძლიერებული იმუნური სისტემის წყალობით, ქვეყანაში შემცირდება კოვიდინფიცირებით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები. ე.წ. ბუსტერ დოზების 15-მილიონიანი პარტია უკვე შეტანილია დიდ ბრიტანეთში, რაც მოსახლეობის მეოთხედისთვის პირველ ეტაპზე საკმარისი იქნება.
„შემაშფოთებელია, როდესაც შემთხვევების ასეთი დიდი მაჩვენებელი ფიქსირდება ევროპაში. „ბუსტერ“ დოზების ადმინისტრირების წყალობით, დიდ ბრიტანეთში იმედი მაქვს, რომ სხვა სურათს მივიღებთ“, – აღნიშნა საჯიდ ჯავიდიმ.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში, ავსტრიასა და ნიდერლანდებში კოვიდინფიცირების რეკორდულად მაღალი შემთხვევები ფიქსირდება, რამაც აღნიშნულ სახელმწიფოებში კოვიდრეგულაციების გამკაცრება და ზოგიერთ მათგანში „ლოქდაუნის“ შემოღება გამოიწვა.