ნიდერლანდებში მესამე დღეა, კოვიდშეზღუდვებს აპროტესტებენ
ნიდერლანდებში უკვე სამი დღეა, კორონავირუსულ შეზღუდვებს აპროტესტებენ.
21 ნოემბრის აქციას არეულობა მოჰყვა.
მედიის ინფორმაციით, პოლიცია ხულიგნებისა და აგრესიული მომიტინგეების წინააღმდეგ ოპერაციებს აწარმოებს.
ცნობილია პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების შესახებ ქალაქ გრონინგენში, ენსხედეში, ტილბურგსა და ლეუვარდენში. დაკავებულია რამდენიმე პირი.