1851 ინფიცირებული და 5530 გამოჯანმრთელებული – კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში
საქართველოში კორონავირუსის 1 851 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მონაცემები Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 530 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 55 პაციენტი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 814 097 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 755 229 გამოჯანმრთელდა, 11 553 კი გარდაიცვალა.