22 ნოემბერი რუსუდან ქუთათელაძის დაბადების დღეა

22 ნოემბერს ცნობილი მუსიკისმცოდნის, მუსიკის კრიტიკოსისა და რედაქტორის, რუსუდან ქუთათელაძის 80 წლის იუბილეა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს მას იუბილეს და ინფორმაციას აქვეყნებს.
.რუსუდან ქუთათელაძე წლების განმავლობაში პედაგოგიური საქმიანობით იყო დაკავებული. იგი 1967–1981 წლებში თბილისის IV მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა და მუსიკალურ ლიტერატურას ასწავლიდა ახალგაზრდებს, 1981–2014 წლებში ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მუსიკის ისტორიას ასწავლიდა, ხოლო 2006 წლიდან კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები