აშშ-ში ავტომანქანის საშობაო აღლუმის მონაწილეებში შევარდნას 5 მოქალაქე ემსხვერპლა – 40-ზე მეტი დაშავებულია

აშშ-ში, ვისკონსინის შტატის ქალაქ უოკეშში საშობაო აღლუმზე შეკრებილ ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, 40-ზე მეტი დაშავებულია.

ამის შესახებ ადგილობრივ პოლიციაში განაცხადეს.

დაშავებულთა შორის, სულ მცირე, 12 ბავშვია.

თვითმხილველების თქმით, მას შემდეგ, რაც წითელი ფერის ავტომობილი ხალხში შევარდა, სროლის ხმაც ისმოდა.

პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც სამართალდამცველების “ინტერესს წარმოადგენს”, ასევე, ნაპოვნია მანქანა, რომელმაც, სავარაუდოდ, ადამიანები გაიტანა.

მომხდარზე ქვეყნის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ინფორმირებულია.

ჯერჯერობით, უცნობია, უკავშირდება თუ არა მომხდარი ტერორიზმს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები